Davroe Wellness-ის ფილოსოფია არის ცხოვრების მიმართ ჰოლისტიკური დამოკიდებულება და დაფუძნებულია სიცოცხლის გახანგრძლივების ხელის შეწყობაზე. თმის მოვლაში ეს გამოიხატება ჯანსაღი თმის სტრუქტურის, ჯანსაღი სკალპის და თმის ფერის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების მიღწევაზე. ეს ფილოსოფია მოიცავს, როგორც დაზიანების პრევენციას, ასევე მაქსიმალურად ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებას.
Davroe-ს ლაბორატორიებმა შეიმუშავეს ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტის, ყურძნის თესლის ექსტრაქტის, ვიტამინი E-ს და UV ფილტრების ისეთი უნიკალური კომბინაცია, რომელიც იცავს თმას დაზიანებისგან, თმის ფერს ჩამორეცხვისგან და უნარჩუნებს თმას სიჯანსაღეს, სირბილეს და სიცოცხლისუნარიანობას.
ყურძნის თესლის ექსტრაქტი
ყურძნის თესლის ექსტრაქტი არის ერთერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი. ცნობილია, როგორც თმიდან და სკალპიდან თავისუფალი რადიკალების გამწმენდი. ანტიქოსიდანტები დიდ როლს თამაშობენ თმის დაბერების პროცესის შენელებაში.
ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტი
ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტი უნიკალური ანტიოქსიდანტია, რომელიც მოიპოვება ზეითუნის ხის ფოთლებში. ის იცავს თმას თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან, ამცირებს გარემო აგრესორებისგან და UV რადიაციისგან გამოწვეულ დაზიანებას. იცავს თმას ფოტო დაბერებისგან და აუმჯობესებს თმის ელასტიურობას.
კაკადუს ქლიავი
Davroe-ს ყველა პროდუქტი შეიცავს უნიკალურ ექსტრაქტებს, მათი ეფექტურობისთვის. ჩვენი ერთერთი საყვარელი ინგრედიენტი კაკადუს ქლიავია, რომელიც ვიტამინი C-თი მსფოლიოში ყველაზე მდიდარი პროდუქტია. კაკადუს ქლიავში ვიტამინი C-ს შემცველობა 50-ჯერ მეტია ვიდრე ფორთოხალში. ვიტამინ C აჯანსაღებს თმას და ამცირებს თავისუფალ რადიკალებს. კაკადუს ქლიავი ავსტრალიის მკვიდრი ხილია.
Throughout the entire range Davroe have formulated a unique combination of Natures Extracts to help protect hair against environmental, heat and UV damage.