ჩვენი მიზანი მარტივია, გვსურს ვქმნიდეთ ყველაზე გულწრფელ და წმინდა პროდუქტებს ნებისმიერი თმის ტიპისა თუ სტილის მქონე ადამიანებისთვის. ამ მიზანს სამი პრინციპის საგულდაგულოდ დაცვით ვაღწევთ:
ბუნებრიობა – ვცდილობთ ვუზრუნველყოთ ჩვენი პროდუქციის მაქსიმალური ბუნებრიობა და მგრძნობიარობა გარემოს მიმართ, ამიტომ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს.
ვეგანურობა – არ მივსდევთ ცვალებად ტრენდებს და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ჩვენი პროდუქცია 100%-ით ვეგანურია.
ავსტრალიური - გვეამაყება, რომ Davroe 100%-ით ავსტრალიური ბრენდია. ის იწარმოება მხოლოდ ავსტრალიაში და ეკუთვნის ავსტრალიურ კომპანიას.
![]() ვნების, მიზანდასახულობის და კეთილსინდისიერების 30 წელიმერი ცენტოფანტიმ კომპანია დრესლიერში მუშაობა 1984 წელს მდივნის პოზიციაზე დაიწყო. 23 წლის შემდეგ, 2007 წელს მან კომპანია, მისი სრულიად გარდაქმნის სურვილით, მეუღლე ჯონთან ერთად შეიძინა. მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნებისა და პრინციპების დამსახურებით დღეს მერი სათავეში უდგას ავსტრალიის წამყვან თმის მოვლის მწარმოებელს.დრესლიერის შეძენისთანავე მერიმ გადაწყვიტა გარდაექმნა Davroe-ს პროფესიონალური თმის მოვლის ხაზი. იმ დროს ეს ნაბიჯი გაბედული და სარისკო ჩანდა, თუმცა მერის ინოვაციამ და პროგრესულმა ხედვამ Davroe-ს პროფესიული თმის მოვლის ინდუსტრიაში პირველობა მიანიჭა. Davroe-მ გაუსწრო დროს და გახდა პირველი თმის მოვლის პროფესიონალური ბრენდი, რომელიც თავისუფალი იყო სულფატებისგან, პარაბენებისგან, პეტროქიმიკატებისგან, 100%-ით ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე და იყენებს სუფთა ავსტრალიურ ექსტრაქტებს. ჩვენმა ძლიერმა პასუხისმგებლობის გრძნობამ, ფასეულობებმა, მონდომებამ და ინოვაციებმა შეგვაქმნევინა მსოფლიოში წამყვანი უნიკალური ფორმულები. ეს ფორმულები უზრუნველყოფენ უნაკლო შედეგებს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებას, მათი შექმნის პროცესი ზიანს არ აყენებს დედამიწას და მათი ეფექტურობა გამოხატავს ჩვენი ერთგული მომხმარებლის მიმართ ღრმა პატივისცემას. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მუდმივ განვითარებაზე და ამჟამად ვმუშაობთ ახალ ბრენდზე და შეფუთვაზე. ეს ნაბიჯიც გაბედული და სარისკოა თუმცა ჩვენ ძალიან ვამაყობთ და გვჯერა მისი წარმატების. ვიცით, რომ თქვენც ისევე შეიყვარებთ ჩვენს ახალ ბრენდს, როგორც ჩვენ გვიყვარს ის! Mary Centofanti
|
Our philosophy is Providing purest and most gentle hair care products. Colour protection complex, vegan a cruelty free, natural plant extracts, Australian made product Davroe