აღწერა
გამწმდენდი, მკვებავი და მაკონდიცირებადი შამპუნი
Power of Three - არის უნიკალური 3x1-ში პროდუქტი, რომელიც წმენდს, კვებავს და აკონდიცირებს თმას. აშორებს ცხიმს და სხვადასხვა სტაილინგ პროდუქტებისგან დაგროვილ ჭუჭყს, ატენიანებს მაკონდიცირებადი ინგრედიენტების საშუალებით თმის დამძიმების და სტაილინგ პროდუქტების ნარჩენების დატოვების გარეშე.
ბაობაბის კონცენტრირებული ექსტრაქტი და შიის კარაქი ატენიანებს, იცავს და აძლიერებს თმას. ბუნებრივი წარმოშობის მაკონდიცირებადი ინგრედიენტები ანიჭებენ თმას მოცულობას და ბზინვარებას.
ეს პროდუქტი ითავსებს შამპუნის და კონდიციონერის ფუნქციას. Fusion - არის სრულყოფილი თმის დაბანის საშუალება. საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისთვის. სპორტული დარბაზის შემდეგ თმის მოკლე დროში მოწესრიგებისთვის და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როდესაც სწრაფად გჭირდებათ მომზადება და თმის საუკეთესო მდგომარეობაში მოყვანა.
Fusion - საუკეთესოა მოგზაურობის დროს, რადგან ითავსებს სამი პროდუქტის ფუნქციას, შამპუნის, კონდიციონერის და ნიღბის.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ სველ თმაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე, ააქაფეთ. დაიტოვეთ 2 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. კონდიციონერის და სხვა დამატებითი საშუალებების გამოყენება საჭირო აღარ არის.
რჩევა: Fusion - დროის დაზოგვისთვის საუკეთესო საშუალებაა! შეუცვლელია სპორტული დარბაზის შემდეგ სწრაფად მოწესრიგებისთვის და ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, როდესაც თითოეული წუთი გადამწყვეტია.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.