აღწერა
CURLiCUE Deep Conditioning Rinse - ხვეული თმის კონდიციონერი
ინტენსიურად დამატენიანებელი კრემისებრი კონდიციონერი
300ml
მსუბუქი, ამავე დროს სქელი ტექსტურის მქონე კონდიციონერი აღადგენს დატენიანებას და ბზინვარებას. აწესრიგებს აბურდულ თმას და ღრმად ატენიანებს თმის დამძიმების გარეშე.
გამდიდრებული კაკადუს ქლიავისა და ლოტოსის ყვავილის ექსტრაქტებით, CURLICUE ღრმად დამატენიანებელი კონდიციონერი შეიცავს ტენიანობის რეზისტენტულ აქტიურ საშუალებებს. რბილად გამოკვეთს ხვეულებს თმის გაშეშების გარეშე. ავოკადოს ზეთი უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და ანიჭებს თმას ელასტიურობას.
-
გამდიდრებულია ავოკადოს ზეთით, კაკადუს ქლიავის და ლოტუსის ყვავილის ექსტრაქტებით
-
აღადგენს დატენიანებას და ბზინვარებას
-
აწესრიგებს აბურდულ თმას
-
ღრმად ატენიანებს თმის დამძიმების გარეშე
-
იცავს თმას ჰაერში არსებული ტენიანობისგან და აწესრიგებს აფუებულ თმას
-
ქმნის რბილ, გამოკვეთილ კულულებს თმის გაშეშების გარეშე
-
ავოკადოს ზეთი ინტენსიურად ატენიანებს
-
თმა ხდება ადვილად დამორჩილებადი ბზინვარე ფინიშით
როგორ გამოვიყენოთ
შამპუნით თმის დაბანის შემდეგ დაიტანეთ საკმაო რაოდენობა სველ თმაზე და დაიმასაჟეთ ძირებიდან მთელ სიგრძეზე. დაყავით თმა სექციებად და უზრუნველყავით კონდიციონერით თმის გაჟღენთვა.
გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში ღრმა დატენიანებისთვის, შემდეგ ჩამოიბანეთ. დაიტანეთ Davroe’s CURLiCUE Hydrating Hair Oil და Curl Balm.
დამზადებულია სილიკონების, სულფატების და ალკოჰოლის გარეშე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.