დაემშვიდობეთ არასასურველ მოყვითალო და ნარინჯისფერ ტონებს ქერა ან ჭაღარა თმაში, Blonde Senses - ქერა თმისთვის განკუთვნილი პროდუქტების მეშვეობით
საუკეთესოა ლამაზი ქერა და ჭაღარა თმის შესანარჩუნებლად და არასასურველი მოყვითალო და ნარინჯისფერი ტონების მოსაშორებლად. პროდუქტში შემავალი ბრინჯის ცილა, ხორბლის ამინომჟავები და Davroe - ს უნიკალური UV დამცავი კომპლექსი უზრუნველყოფს თმის დაცვას, გაჯანსაღებას და ლამაზი ფერის მაქსიმალურად შენარჩუნებას. ბუნებრივი ვანილის იის სურნელით.
აქტიური ინგრედიენტი: იის პიგმენტი
Blonde senses shampoo - შამპუნი ქერა და ჭაღარა თმისთვის
ეფექტური ფორმულა, რომელიც ნაზად ასუფთავებს ქერა/ჭაღარა თმას, აშორებს არასასურველ მოყვითალო და ნარინჯისფერ ტონებს. გამდიდრებულია ბუნებრივი ექსტრაქტებით.
განახლებული ფორმულა - მეტი იის პიგმენტი
ახალი Blonde Senses შამპუნი მეტი იის პიგმენტით, გამოირჩევა უფრო ძლიერი ტონირებით და მარტივად აშორებს არასასურველ ყვითელ და ნარინჯისფერ ტონებს.
Blonde senses conditioner - კონდიციონერი ქერა და ჭაღარა თმისთვის
გამდიდრებულია ავსტრალიური გვირილის და იის ექსტრაქტით, ნაზად ატენიანებს ქერა და ჭაღარა თმას და აცილებს არასასურველ სიყვითლეს. თმა ხდება რბილი და აბრეშუმისებრი.
განახლებული ფორმულა - მეტი დატენიანება
Blonde Senses კონდიციონერი მეტი იის პიგმენტით გამოირჩევა უფრო ძლიერი ტონირებით და დატენიანებით. საუკეთესოა დაზიანებული და გაღიავებული თმისთვის.